
მესტიის მუნიციპალიტეტი სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ჩაერთო.
შეიქმნა ეკოკლუბი, რომელშიც გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა დაიწყეს სოფლის მასშტაბით მაკულატურის შეგროვება. მოაგროვეს 1500კგ. მაკულატურა, რომელიც გაიგზავნა თბილისში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები არაერთ გარემოსდაცვით აქტივობას გეგმავენ.
იხილეთ ფოტოები: