„ეს ქალაქი ჩემია“ - ლაგოდეხის N3 სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
16-12-2021
ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა სამხარაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „კულტურული მრავალფეროვნება“ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.
მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების - „ეს ქალაქი ჩემია“, ფარგლებში საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. მოეწყო ნამუშევრების პრეზენტაცია.
სკოლაში ასევე მოეწყო ტოლერანტობის კუთხე, სადაც მოსწავლეთა ნამუშევრები განთავსდება.