„რაში დავხარჯო ჩემი პირველი მილიონი“ - ხონის N2 საჯარო სკოლის X კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
16-12-2021
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მეათე კლასის მოსწავლე ვაკო დგებუაძემ ფინანსებისა და ბიუჯეტის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა.
მეათე კლასში განხორციელდა პროექტი „რაში დავხარჯო ჩემი პირველი მილიონი“, რაშიც 3 საგნობრივი კათედრაა ჩართული. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში წარადგინა მოსწავლემ თავისი პრეზენტაცია.
ბოლოს გაიმართა დისკუსიაც და მოსწავლეებმა ფინანსების შესახებ ისაუბრეს.
„პროექტში ჩართულია X კლასი მადონა გოფოძის ხელმძღვანელობით. პროექტში, ასევე ჩართულია 3 საგნობრივი კათედრა. ქართული ენის და ლიტერატურის - ნინო დგებუაძე, ავლორა ასლანიკაშვილი, საზოგადოებრივი მეცნიერებების - მაია მაჭარაძე, მათემატიკისა და ისტ-ის თამარ ვაჭარაძე, თამარ ჩხენკელი. პრეზენტაცია წარადგინა ვაკო დგებუაძემ. მან საინტერესოდ ისაუბრა თემებზე: რას წარმოადგენს ბიუჯეტი, ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსების დაზოგვა. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს