აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოზაიკური ხელოვნებისა და მისი აღქმის მასტერკლასი ჩაუტარდათ
16-12-2021
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მოსწავლეები 15 დეკემბერს მუზეუმ - „ჰოლოზეუმს“ ესტუმრნენ, სადაც აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეგიდით „აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის ჩვენება“ გაიმართა.
პროექტი სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული; მოსწავლეებს მოზაიკური ხელოვნებისა და მისი აღქმის მასტერკლასი ჩაუტარდათ.
„კიდევ ერთი საინტერესო, მშობლიური კუთხის ნოსტალგიით და მომავლის იმედით გაჯერებული დღე აჩუქა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ჩვენს მოსწავლეებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს