„სურათის კომპოზიცია და მისი ხერხები“ - წყალტუბოს N4 სკოლის მე-5 კლასის ხელოვნების საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი
16-12-2021

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი - „სურათის კომპოზიცია და მისი ხერხები“, ჩატარდა. 

მოსწავლეებმა პედაგოგ ინგა გრძელიძის ხელმძღვანელობით, ხელოვნების გაკვეთილზე სხვადასხვა სურათი, კომპოზიციის თვალსაზრისით, განიხილეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მეხუთეკლასელები დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„მოსწავლეები  აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში, მათ გაარჩიეს სხვადასხვა ხასიათის სურათები კომპოზიციური აგების თვალსაზრისით, ააწყვეს სიმეტრიული და ასიმეტრიული კომპოზიციები. შემდეგ პრაქტიკულად განახორციელეს საინტერესო აქტივობები შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით. ბოლოს ჩანაფიქრის შესაბამისად შექმნეს სიმეტრიული და ასიმეტრიული კომპოზიციები, რომელშიც უნდა გამოეყოთ მთავარი თემა სურათზე სხვადასხვა ხერხების გამოყენებით“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203