ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინი ხოხიაშვილი გაცვლითი პროგრამის ნახევარფინალისტია
16-12-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებში ყოველთვის დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის ნიჭიერი მე-10 კლასის მოსწავლე ნინი ხოხიაშვილი - Flex Future Leaders Exchange Program - Flex - მომავალ ლიდერთა პროგრამის ნახევარფინალისტი გახდა.
„უკვე ოცდამეცხრე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. გვიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის - „პატარა ელჩების“ სიაში მოსახვედრად და წარმატებისათვის იბრძვის ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, Flex პროგრამის ნახევარფინალისტი ნინი ხოხიაშვილი. თავისი თანატოლების მსგავსად ნინიც გაიტანს სამშობლოს ტრადიციასა და კულტურას, ისაუბრებს ჩვენს დიად წარსულზე და იმედიან მომავალზე. სკოლის დირექცია, მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები წარმატებას ვუსურვებთ ნინის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს