ხონის N2 საჯარო სკოლის IV კლასში ინტეგრირებული პროექტი - „ერთი ფოთლის ისტორია“ განხორციელდა
16-12-2021
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის IV კლასში ინტეგრირებული პროექტი „ერთი ფოთლის ისტორია“ გაიმართა.

მოსწავლეებმა უნიკალური მცენარეების შესახებ ისაუბრეს და ფოთლებისგან აპლიკაციები დაამზადეს. 

მეოთხეკლასელები ამ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„ია კინწურაშვილის ხელმძღვანელობით ხონის N2 საჯარო სკოლის IV კლასში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტი - „ერთი ფოთლის ისტორია“, ხალოვნება - ია კინწურაშვილი, მუსიკა - ფიქრია სულაბერიძე, ბუნებისმეტყველება - დალი მარდალეიშვილი. მოსწავლეებმა ისაუბრეს უნიკალური მცენარის, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ხის, გინკო ბილობას შესახებ, რომელის ხონის ისტორიულ ბულვარში ხარობს, რომელსაც „ცოცხალ წიაღისეულსაც“ უწოდებენ. იგი დედამიწაზე 300 მილიონი წელია ხარობს. ისაუბრეს მის უნიკალურობაზე, მის სასარგებლო თვისებებზე. მოსწავლეებმა გინკოს ულამაზესი ფოთლებისაგან დამზადებული მხატვრული კომპოზიციების გამოფენა მოაწყვეს, ულამაზესად მორთულ ოთახში, შემოდგომის სურნელი დაატრიალეს. შეასრულეს ძალიან ლამაზი სიმღერები შემოდგომაზე“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203