მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტ-ვიქტორინაში გაიმარჯვეს
16-12-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ჭიათურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით პროექტი - ვიქტორინა - „მე და ჩემი ქალაქი“ გაიმართა. აღნიშნული ვიქტორინაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლასთან ერთად მონაწილეობდა მანდაეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები: ლანა გოგოლაძე, ნინო ჩაჩანიძე, თამარ ბურჯანაძე და ნიკოლოზ გოგოლაძე.
„პროექტის მიზანი იყო წარმოეჩინათ მოსწავლეებს ცოდნა თავიანთი ქალაქის ისტორიული და თანამედროვე ღირსშესანიშნაობებს შესახებ, გაეკეთებინათ პრეზენტაცია ქალაქისა და თემის ტურისტული პოტენციალის შესახებ. პროექტი-ვიქტორინა მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში, რომელშიდაც დამსახურებულად გაიმარჯვა მანდაეთის საჯარო სკოლამ. გამარჯვებულ მოსწავლეებს ჭიათურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაეცათ დიპლომები, ხოლო მანდაეთის საჯარო სკოლას დიპლომი და წიგნი - „მოგზაურობა საქართველოში“. მანდაეთის საჯარო სკოლა გამარჯვებულ მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელს: მარინა ციცქიშვილს და ისტორიის მასწავლებლებს: ნინო გრძელიშვილს და რეზო გოგოლაძეს ულოცავს პროექტ-ვიქტორინაში გამარჯვებას და უსურვებს მომავალ დიდ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ ჩაჩანიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს