ფარცხანაყანევის N4 სკოლაში ანა კალანდაძის დაბადების დღეს პროექტი - „შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო“ მიეძღვნა
16-12-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა 15 დეკემბერს ანა კალანდაძის იუბილესთან დაკავშირებით პროექტი - „შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო“ წარმოადგინეს.                         

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს პოეტის ლექსები, მოისმინეს მისი ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები.

პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზოლდა სულავა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203