„ოქრო ბიჭს, ოქროს მედალს ვულოცავთ“- ჩაოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, აჩიკო აბულაძეს კუთვნილი ჯილდო გადაეცა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის 2019-2020 წლის კურსდამთავრებულს აჩიკო აბულაძეს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა.
სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულით და წარმატებას უსურვებს.
ამაყია მისი პედგოგი მზია შავაძეც და აჩიკო აბულაძის შესახებ წერს.
„აჩიკო აბულაძის მიერ განვლილი 12 წლიანი სასკოლო ცხოვრება, მრავალფეროვანი, წარმატებული და ნაყოფიერი იყო. აჩიკო, ყველა საგანს ერთნაირად სწავლობდა.
ყველა დისციპლინის აკადემიური დონის ზენიტში რომ იყო, მიღწეული შედეგიც სახეზეა!
ჩაოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დიდი სიხარულითა და სიყვარულით, ოქრო ბიჭს, ოქროს მედალს ვულოცავთ!
წარმატებებს გისურვებთ აჩიკო, ჩვენი სკოლის კედლებში, ჩვენს ხელებში გაიზარდე, გვიხარია, რომ ასეთი სანიმუშო და სამაგალითო ადამიანი ხარ. წინ, მომავალი წარმატებებისაკენ!
მეამაყები და მეიმედები. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში აღმოჩენა ხარ!
მიხარია, რომ ასეთს, წლების წინაც, გაღიარებდი“,- წერს სკოლის პედაგოგი მზია შავაძე.
იხილეთ ფოტოები: