ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტ-ის გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, პედაგოგ სუსანნა ჰამბარიანის ხელმძღვანელობით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.
მათი საპრეზენტაციო თემები ახალ წელს, ყვავილებსა და ჰელოუინს ეხებოდა.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: