უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა „საახალწლო სოფელი“ - მოსწავლეებმა შთამბეჭდავი დეკორაციები დაამზადეს
16-12-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა: ანანო აბულაძემ, გეგა აბულაძემ, ანრი დეკანაძემ და ნიკა კომახიძემ საინტერესო აქტივობა - „საახალწლო სოფელი“ განახორციელეს.
აქტივობის ფარგლებში ნიჭიერმა ბავშვებმა საახალწლო მაკეტები და დეკორაციები დაამზადეს.