ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა თემაზე -„ტრეფიკინგი, ადამიანით ვაჭრობა“, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
16-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „ტრეფიკინგი, ადამიანით ვაჭრობა“ ჩაატარეს.
მათ პრეზენტაცია სამოქალაქო განათლების მასწავლებელის, ნინო დიასამიძის ხელმძღვანელობით გამართეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ პრობლემისა და ზოგადად, ადამიანის უფლებების შესახებ.
ისინი აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„მოსწავლეებმა ვრცლად განიხილეს ტრეფიკინგის რისკ ფაქტორები, ადამიანთა ექსპლუატაციისა და უგზოუკვლოდ დაკარგვის შემთხვევები როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მაგალითზე. გააზიარეს რჩევები, თუ როგორ შეიძლება ტრეფიკინგის რისკების შემცირება, თანატოლებს გააცნეს ინფორმაცია ვის მიმართონ საეჭვო სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს