„სამცხე-ჯავახეთის მეურნეობის ტრადიციული დარგები“-ხონის N1 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
16-12-2021
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-6 კლასში „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე თემაზე - „სამცხე-ჯავახეთის მეურნეობის ტრადიციული დარგები“ მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მანანა ხობუაა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს „ახალი სკოლის მოდელის“, ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება.
„სასიამოვნოდ განცვიფრებული დამსწრე, აპლოდისმენტების წვიმა, რომელიც თანაბრად ეკუთვნოდა მასწავლებელს და მოსწავლეებს; ზეაწეული მოტივაცია - კარგა ხანს გაჰყვება ბავშვებს ამ გაკვეთილის კადრები სასიამოვნო მოგონებად“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს