ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლის, რომა დარჩიძის ხელის ანაბეჭდი სასკოლო თეატრალური ფესტივალის მუზეუმში საპატიო ადგილს დაიკავებს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალში - „პირველი ავტოგრაფი“, მონაწილეობდა.სკოლის მოსწავლე რომა დაჩიძე ნომინაციაში „არაჩვეულებრივი მაგალითი“ დაჯილდოვდა და ამიერიდან, მისი ხელის ანაბეჭდი ფესტივალის მუზეუმში სატატიო ადგილს დაიკავებს.
სკოლა ამაყობს მოსწავლითა და მისი პედაგოგით.
„დასრულდა საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“, სადაც გვხდა წილად ბედნიერება, ჭარნალის საჯარო სკოლასაც მიგვეღო მონაწილეობა.
დააჯილდოვეს ერთ-ერთი მონაწილე რომა დარჩიძე ნომინაციაში „არაჩვეულებრივი მაგალითი“. ხელისხანაბეჭდი აუღეს რომას, რაც ფესტივალის მუზეუმში საპატიო ადგილს დაიკავებს!
სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და პედაგოგს მელანო ჭელიძეს, ფასდაუდებელი შრომისათვის. წარმატებას და წინსვლას უსურვებს სამომავლოდ ,დამწყებ მსახიობებს“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: