მერენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
16-12-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ამჯერად, ხელოვნების გაკვეთილის ფარგლებში მეტად საინტერესო აქტივობა განხორციელდა; მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს და საპრიზო ადგილების მიხედვით სიმბოლური საჩუქრებიც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ.