ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტ-ვიქტორინაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ
16-12-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჭიათურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის პროექტ-ვიქტორინაში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
ვიქტორინის თემა იყო - „მე და ჩემი ქალაქი“. მასში მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.
სკოლა მათი მიღწევებით ამაყობს და წარმატებას უსურვებს.
„მოსწავლეებს - ზურაბ კაპანაძეს, ელისო და ნინო მეცხოვრიშვილებს, გვანცა ჯიქიძეს, თემურ ხარატიშვილსა და პროექტის ხელმძღვანელს - მარინე ცუცქირიძეს ხალიფაურის საჯარო სკოლა ულოცავს - მშობლიური ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, ჭიათურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტ-ვიქტორინაში - „მე და ჩემი ქალაქი“, ფინალში გადასვლას“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს