ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მე-2ა კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
მოსწავლეებმა წელიწადის ამ დროის შესახებ ისაუბრეს, შემოდგომის ფოთლებისგან აპლიკაციები შექმნეს და ბუნებაში სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა შეძლეს.
იხილეთ ფოტოები: