თბილისის N31 საჯარო სკოლაში პროექტი - „სიბრძნის მარგალიტები“ განხორციელდა
16-12-2021
თბილისის N31 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის IVგ კლასში ამჯერად, პროექტი - „სიბრძნის მარგალიტები“ დაიწყო. მოსწავლეები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. პროექტის დასკვნით ეტაპზე მონაწილეები სერტიფიკატებით და სხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი ნათია აბულაძე გახლავთ.
„წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, სკოლის IVგ კლასიდან სტარტი აიღო პროექტმა - „სიბრძნის მარგალიტები“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადასხვა წიგნიდან მოიძიეს და ჩაწერეს მათთვის საყვარელი გამონათქვამები, ბოლოს კი განმარტეს თუ რატომ გააკეთეს არჩევანი ამა თუ იმ ფრაზაზე, რაც მათი აზრით მთელი ცხოვრება გამოადგებათ. პროექტის დაწყებიდან პირველივე დღეებში მათ შემოუერთდათ, როგორც თანატოლები პარალელური კლასიდან, ასევე სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები. დასკვნით ეტაპზე მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით, ხოლო რამდენიმე მოსწავლეს საბავშვო ავტორებმა წიგნები უსახსოვრეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს