„ბავშვებმა გამარჯვებისთვის თავი არ დაზოგეს“- ჭალადიდის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
16-12-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მოძრავი თამაშები“ გაიმართა.

შეჯიბრში მეორე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ ღირსეულად იასპარაზეს. 

ღონისძიება სპორტის მასწავლებლების ხელმძღვანელობით გაიმართა.

„სპორტული აღზრდა და ცხოვრების ჯანსაღიი წესის დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია, სპორტის მასწავლებლებთან პ. ხვიჩიასთან და მ. კოვზირიძესთან ერთად მე-2 კლასელები ჩაერთნენ შიდასაკლასო ფესტივალში „მოძრავი თამაშები“, შეჯიბრება ჩატარდა საინტერესოდ, მაღალი იყო გუნდების მოგების მოტივაცია, ბავშვებმა გამარჯვებისათვის თავი არ დაზოგეს და კარგი სპორტული მზაობაც გამოავლინეს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203