ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეები IT კომპანიაში იმყოფებოდნენ
15-12-2021
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეები IT კომპანია Orient Logic-ს ესტუმრნენ.

მოსწავლეებს ადამიანური რესურსებისა და მარკეტინგის მენეჯერებმა უმასპინძლეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მათ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სკოლაში ბიზნეს განათლების კლუბის ხელმძღვანელი მარიამ ბოლქვაძეა.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები საქართველოში ერთ-ერთ წამყვან IT კომპანია Orient Logic • ორიენტ ლოჯიკი -ს ესტუმრნენ.
ორიენტ ლოჯიკი 25 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა. დღესდღეობით, კომპანიაში 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, 2 ოფისით თბილისში. მათი ძირითადი ბიზნეს საქმიანობა მოიცავს საბანკო, სამთავრობო, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროებს.
ჩვენს მოსწავლეებს ადამიანური რესურსებისა და მარკეტინგის მენეჯერებმა უმასპინძლეს, წარუდგინეს პრეზენტაცია კომპანიის შესახებ, შემდეგ უპასუხეს მოსწავლეთა კითხვებს და დაათვალიერეს ორგანიზაცია“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203