გაიცანით, მომავალი გამომგონებელი ქსოვრისის საჯარო სკოლიდან
15-12-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.
სკოლა საზოგადოებას ამჯერად მესამე კლასის მოსწავლეს, დავით კასაბურს აცნობს, რომელიც მომავალი გამომგონებელია.
„მომავალი გამომგონებელი. მინდა გაგაცნოთ პატარა ტექნიკოსი, ქსოვრისის საჯარო სკოლიდან, დავით კასაბური, იგი მესამე კლასის მოსწავლეა უყვარს ტექნიკა, განსაკუთრებით მანქანები, ტრაქტორები, ამწეები, მეორადი ნივთებისგან ამზადებს სხვადასხვა მოდელებს და მოჰყავს მოძრაობაში. ამბობს, დიდი როდესაც გავიზრდები გამომგონებელი ვიქნებიო. წარმატებები ვუსურვოთ მომავალ გამომგონებელს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს