ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეებმა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძი მოამზადეს
15-12-2021
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მეექვსე კლასის მოსწავლეებმა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძი - ხინკალი მოამზადეს.
მოსწავლეებმა კერძი შემაჯამებელი გაკვეთილის ფარგლებში, პედაგოგ მარიამ გოგალაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს.
მათ თავიანთი კულინარიული შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მთიანეთის ტრადიციებისა და კულტურის შესახებაც ისაუბრეს.
„ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის შემაჯამებელი გაკვეთილის ფარგლებში, მოამზადეს ამ მხარისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძი - ხინკალი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ მხარის ტრადიციებს, ისტორიას და სხვადასხვა საინტერესო ფაქტს“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს