თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი - „ჩვენი ღიმილი“ გამოუშვეს
15-12-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მოსწავლეებმა ამჯერად ახალი კედლის გაზეთი - „ჩვენი ღიმილი“ მოამზადეს.

კედლის გაზეთის მომზადებაში მოსწავლეები დიდი ხალისით და აქტიურად მონაწილეობდნენ.

„მოსწავლეებმა ახალი კედლის გაზეთი მოამზადეს, რომელსაც - „ჩვენი ღიმილი“ დაარქვეს. მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს, გააფორმეს და წერილების თემატიკა თავის ინტერესების მიხედვით შეარჩიეს. გააკეთეს პრეზენტაცია. იმსჯელეს მომავალი კედლის გაზეთში რა თემატიკა წარმოაჩინონ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203