
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ელისაბედ ბუიღლიშვილმა „კინგსის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლე საგნობრივ ოლიმპიადაში ვერცხლის და ოქროსმედალოსანი გახდა.
ელისაბედ ბუიღლიშვილის მასწავლებელი ცარო ჭელიძე გახლავთ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.
„ელისაბედი მიწვეულია გრანდიოზულ რეგიონალურ ჩემპიონატზე. სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ ელისაბედს ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.