ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე როყვა გაცვლითი პროგრამის მესამე ტურში წარმატებით გადავიდა
15-12-2021
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას ყოველთვის სიხარულით უზიარებს.
ამჯერად სკოლის XI კლასის მოსწავლე ელენე როყვა FLEX Future Leaders Exchange Program- FLEX მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის მესამე ტურში წარმატებით გადავიდა.
სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ამჯერად მესამე და მეტად საპასუხისმგებლო, გასაუბრების ტური დარჩა გასავლელი და წარმატების შემთხვევაში წინ ახალი, საინტერესო და საჭირო შესაძლებლობები ელოდება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ელენე როყვა სკოლის სხვა წარმატებულ მოსწავლეებთან ერთად, ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწდომობის სასტიპენდიო პროგრამა- English Access Microscholarship Program-ის აქტიური წევრიცაა.
სკოლა ულოცავს ელენეს ამ დიდ წარმატებას და მესამე ტურში გამარჯვებას უსურვებს.
„სკოლის სახელით წარმატებები გვინდა ვუსურვოთ ელენეს და გვსურს მესამე ტურშიც მივულოცოთ გამარჯვება“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს