ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაძვის ნერგები დარგეს
15-12-2021
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა ახალგარემონტებული სკოლის კეთილმოწყობილი ეზოს გალამაზება გადაწყვიტეს და ნაძვის ნერგები დარგეს.

აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე მუდამ მზად არის სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობისთვის იღვაწოს.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ახალგარემონტებული სკოლის კეთილმოწყობილი ეზო კიდევ უფრო მეტად გაემწვანებინათ და გაელამაზებინათ. მე-3 კლასელებმა - აჩი წილოსანმა, თამარ წილოსანმა და მე-5 კლასელმა, მათე წილოსანმა ნაძვის ნერგები მოიტანეს სკოლაში და მეგობრებთან ერთად დარგეს. მას შემდეგ, ყოველ დასვენებაზე, თავს დასტრიალებენ და უვლიან. გავა წლები და ეს ლამაზი გოგო-ბიჭები გაიზრდებიან, სკოლას დაამთავრებენ, მათი ნარგავებიც ზრდასრული ნაძვები იქნებიან და მათ ჩრდილქვეშ ჩვენი სკოლის მრავალი მომავალი თაობა დაფრთიანდება. დიდი მადლობა თქვენ, ჩვენო ძვირფასებო!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203