ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ გარემოზე ზრუნვის აქცია დაიწყო.
აქციის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები პლასტმასის ბოთლებსა და თავსახურებს სპეციალურ ყუთებში შეაგროვებენ და ქართულ სტარტაპს „ტენეს“ გადასცემენ.
„პროგრესში“ ეკოლოგიაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მის მნიშვნელობას ყველა მოსწავლე აცნობიერებს.
„ჩვენს სკოლაში დავიწყეთ გარემოზე ზრუნვის აქცია ეკო კლუბის ფარგლებში!
აქციის ფარგლებში პროგრესის მასწავლებლები და მოსწავლეები სპეციალურ ყუთებში, მოათავსებენ პლასტმასის ბოთლებსა და თავსახურებს, რომლებსაც შევაგროვებთ და გადავცემთ ქართულ სტარტაპ ტენეს.
Tene - ტენე პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი „მწვანე“ USB კაბელია, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული.
აქციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და თანამშრომლობის გაღრმავება - ექსკურსია საწარმოში, ეკო ბიზნესის პოპულარიზაცია მოსწავლეებში და სხვა“,- წერს სკოლა.