ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ
15-12-2021
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
კურსდამთავრებულებს მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.