გაიცანით, მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, პატარა მხატვარი სოფიო ილდიზი
15-12-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას ყოველთვის სიხარულით უზიარებს.

სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე სოფიო ილდიზი ხატვის ნიჭით არის გამორჩეული. მისი მეტად საინტერესო და ლამაზი ნამუშევრები მნახველზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

„სკოლის მე-8 კლასში სწავლობს პატარა მხატვარი გოგონა სოფიო ილდიზი. მისი ნამუშევრები განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. სოფიო ილდიზი სოფელ მატანში ცხოვრობს, აფხაზეთში ცხადია არასოდეს ყოფილა და არც სოხუმი უნახავს, მაგრამ პატარა მხატვარმა აფხაზეთის დედაქალაქის ასეთი შესანიშნავი ხედი შემოგვთავაზა. ამ ნახატმა სოფიოს კონკურსში წარმატება მოუტანა. სწორედ ეს ნახატია წარმოდგენილი  საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალ - „რიწას“ უკანა გარე ყდაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203