დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა
15-12-2021
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება და მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლაში ამჯერად ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა, რომლის ფარგლებში საშემოდგომო ნობათით გაფორმებული კუთხე მოეწყო და მოსწავლეებმა სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე საშემოდგომო ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით ჩაერთო.