დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები დედა ენას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
15-12-2021
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
სკოლის პირველკლასელები დედა ენას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. პატარებისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო საზეიმო გაკვეთილი - „დედაენის შემობრძანება“. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.