„საქართველოს ისტორიის მიმოხილვა პატრიოტულ ნოტებზე“-ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხრესილის ომის 264 წლისთავთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს
15-12-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ამჯერად, ხრესილის ომის 264 წლისთავთან დაკავშირებით, ნიჭიერმა მეხუთეკლასელმა მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. მონდომებულმა მოსწავლეებმა ამ ისტორიულ დღესთან დაკავშირებით ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრეს.
„მეხუთეკლასელების - ანდრია ჯიხვაშვილის, გიორგი რობაქიძის, დავით ლომთაძის და საბა მეფარიძის საქართველოს ისტორიის მიმოხილვა პატრიოტულ ნოტებზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ხრესილის ბრძოლა 1757 წელს მოხდა. ქართველთა ლაშქრის ბრძოლა სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე (ახლანდელი ტყიბულის ტერიტორია) გაიმართა.