ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ფსიქოლოგმა საინტერესო სემინარი ჩაატარა
15-12-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში ფსიქოლოგ ზურაბ ქარჩავას უმასპინძლეს. 

ფსიქოლოგი მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და საინტერესო სემინარი ჩაუტარა. 

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ქარჩავა სკოლაში სემინარებს ყოველკვირეულად გამართავს. 

სკოლა მადლობას უხდის მას თანამშრომლობისათვის.

„პოზიტიური განწყობის შექმნა, გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნა, სტრესული გარემოს მართვა - ამ და სხვა თემებზე ყოველკვირეულად გამართავს შეხვედრებს ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა.
ზურა ქარჩავა სკოლის მასწავლებლებს და ადმინისტრაციას შეხვდა და სასიამოვნო სემინარი ჩაატარა. სამომავლოდ იგეგმება შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთანაც.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ზურას ასეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობისათვის“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203