ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ინტელექტუალური ჩემპიონატის მეორე ლიგის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
15-12-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში სასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი - „მოზაიკა“, გაიმართა.

ჩემპიონატში 3 ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები ჩაერთნენ. ინტელექტუალური თამაშის მეორე ლიგაში VIII-X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდებიც, მათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სკოლაში ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი ზაალ ხონელიძეა.

„მეორე ლიგაში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
I ადგილი - X კლასის გუნდი „იგი“;
II ადგილი - VIII კლასის გუნდი „შავი პრინცი“;
III ადგილი - VIII კლასის გუნდი „ლეგიონი“.

სკოლა „პროგრესში“ ინტელექტუალური კლუბი უკვე 5 წელია ფუნქციონირებს“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203