ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი გაიმართა
15-12-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში სასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი - „მოზაიკა“, გაიმართა.

ინტელექტუალური თამაშის პირველ ლიგაში III-IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდებიც, მათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სკოლაში ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი ზაალ ხონელიძეა.

„საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
I ადგილი - IV კლასის გუნდი „წითელი დრაკონები“;
II ადგილი - IV კლასის გუნდი „კოსმონავტები“;
III ადგილი - III კლასის გუნდი „ცეცხლოვანი მეგობრები“.

ჩემპიონატში მონაწილეობა შეეძლოთ 3 ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებს:
I ლიგა - III-IV კლასი;
II ლიგა - VII-IX კლასი;
III ლიგა - X-XII კლასი.

სულ იასპარეზა 40-მდე გუნდმა“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203