„კიბერუსაფრთხოება ჩემს თანატოლებში“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს
15-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის მრავალფეროვან და საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

სკოლის IV კლასში, საგანში - „მე და საზოგადოება“ თემაზე - „მედია და ინფორმაცია“ კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა და საკითხი - „კიბერუსაფრთხოება ჩემს თანატოლებში“ იყო.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მადონა სულაქველიძეა, ხოლო კლასის ხელმძღვანელი იამზე წულუკიძე.

​„მოსწავლეებმა გამართეს ბუკლეტების პრეზენტაცია, რომელშიც ასახული იყო ინტერნეტ-სივრცის დადებითი მხარეები, ამასთანავე მომდინარე საფრთხეები და ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის საშუალებებზე. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე და მოწვეული სტუმარი ქალბატონი ნატალია მანდარია“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203