თბილისის N104 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე სტამბოლიანმა სასწავლო ოლიმპიადაზე მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვა
15-12-2021
თბილისის N104 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე სტამბოლიანმა რუსული ენის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვა.
მოსწავლემ დიპლომთან ერთად, 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი მოიპოვა.
სკოლა და რუსული ენის პედაგოგი ირინა ჟამკოჩიანი მოსწავლით ამაყობენ და მომავალშიც წარმატებას უსურვებენ.
„ყველაზე დიდი მიღწევა მასწავლებლისათვის არის თავისი მოსწავლის წარმატება. ექვსი წელი ნაბიჯ-ნაბიჯ ერთად მივდიოდით გამარჯვებისაკენ. მე, ირინა ჟამკოჩიანი, რუსული ენის მასწავლებელი, უზომოდ ბედნიერი ვარ ჩემი მოსწავლის გამარჯვებით. ელენე სტამბოლიანი 2020-2021 სასწავლო წლის რუსული ენის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ხარისხის დიპლომით დაჭილდოვდა. ელენემ მიიღო 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი. მთელი გულით ვულოცავ ჩემს მოსწავლეს და ვუსურვებ დიდ წარმატებებს“,- წერს პედაგოგი ირინა ჟამკოჩიანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს