„ეს ვართ ჩვენ“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი პოსტერები მოამზადეს
15-12-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში ჯგუფური პოსტერები მოამზადეს.
პოსტერების თემა იყო - „ეს ვართ ჩვენ“. მოსწავლეებმა პოსტერზე თავიანთი საყვარელი, მომღერლის, ანიმაციური გმირისა თუ მსახიობის შესახებ ინფორმაცია დაიტანეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები პედაგოგ თამილა დუმბაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
„პროექტში ჩართული იყო ყველა მოსწავლე. პრეზენტაცია გაიმართა „თვისუფალი სივრცის“ ოთახში. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა უყვართ, რითი არიან გატაცებული, რომელია მათი საყვარელი მომღერალი, მსახიობი თუ ანიმაციური გმირი. გამოხატეს თავიანთი დადებითი განწყობა ინგლისური ენისადმი, რადგან საყვარელ საგნად ხშირ შემთხვევაში ასახელებენ ინგლისურ ენას. ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს გაუღრმავებს ინტერეს ენისადმი, გაზრდის ჩართულობას და აუმაღლებს მოტივაციას“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს