ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჩოგოვაძე დიდგორის ბრძოლის გამარჯვებიდან 900 წლისთავს მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
15-12-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჩოგოვაძე დიდგორის ბრძოლის გამარჯვებიდან 900 წლისთავს მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწიელობისთვის დაჯილდოვდა. 

მოსწავლე ბათუმში ფრიდონ ხალვაშის სახელობის მწერალთა სახლში მიიწვიეს, სადაც დამსახურებული დიპლომი გადაეცა.

დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა. „ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაწყვეტი ბრძოლაა. დიდგორის ბრძოლა გახდა საქართველოს ერთიანობის სიმტკიცის საწინდარი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203