თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ კომიქსების სერია შექმნეს
15-12-2021
თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ კომიქსების სერია დაამზადეს. 

კომიქსები მე-3 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ეკა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით დაამზადეს. 

მესამეკლასელები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა, ხალისიანი და წარმატებული ცხოვრება“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203