„სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ პედაგოგების განაწყენება აეცილებინა თავიდან“ - ილია ვადაჭკორია, ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორი
14-12-2021

განათლების სამინისტროს მიერ პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მიღებულმა ბოლო გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ მასწავლებელს გამოცდის ჩაბარების გარეშე სტატუსი აუმაღლდება და შესაბამისად სისტემაში დარჩენას შეძლებს, საზოგადოების, მათ შორის მასწავლებლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.

Etaloni.ge-მ აღნიშნულ საკითხზე საჯარო სკოლების დირექტორების აზრი მოისმინა, მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორის ილია ვადაჭკორიას

როგორც სკოლის დირექტორი, აღნიშნავს, სამინიტროს გადაწყვეტილებას არ იწონებს, რადგან ფიქრობს, რომ ისეთი მასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში კომპეტენციას ვერ ადასტურებს, სკოლაში არ უნდა იყოს.

„შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ  ძალიან ბევრი შანსი მიეცათ და უბრალოდ მომავალი თაობის წინაშე დანაშაული იქნება, რომ ადამიანი, რომელიც 30 პროცენტს ვერ ჩააბარებს თავისი საგნის, ამით ყველაფერი ნათქვამია.  სამინისტრომ ჩემი აზრით ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ პედაგოგების განაწყენება აეცილებინა თავიდან“.

განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილისთვის სტატუსის მომატების შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203