„კარტოფილის კულტურა საქართველოში“ - წესის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
14-12-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „კარტოფილის კულტურა საქართველოში“, გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება მეექვსე კლასში ჩატარდა. მის მიმდინარეობაში კი მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

ღონისძიებას ისტორიის პედაგოგი მაია ცერცვაძე ხელმძღვანელობდა.

„საქართველოს ისტორიულ-ენთოგრაფიული კუთხის სამცხე-ჯავახეთის შესწავლის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოს ხორბლის ბეღელი, ჯავახეთი გახდა კარტოფილის კულტურის მნიშვნელოვანი რეგიონი. ამ კულტურის ისტორია, საქართველოში გავრცელება, სარგებლიანობა, ჯანსაღი კვების შემადგენელი კომპონენტი, საინტერესო რეცეპტები და მისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება. აი, იმ საინტერესო აქტივობების ჩამონათვალი, რითაც დატვირთული იყო VI კლასელთათვის გაკვეთილი.
ბავშვები გემრიელი კერძებით თანატოლებსაც გაუმასპინძლდნენ“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203