ქუთაისის N40 საჯარო სკოლის II კლასში ისტ-ის​ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
14-12-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-2 კლასში კომპიუტერულ ტექნოლოგიებში თემაზე - „ციკლები ჩვენს ცხოვრებაში“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი და მონდომებული მეორეკლასელების პედაგოგი თამთა გაჩეჩილაძეა.

„გაკვეთილზე აქტიურად იყო გამოყენებული school.emis.ge საგანმანათლებლო რესურსი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს შუალედური დავალება - „წელიწადის დროები“. ისაუბრეს ბუნებაში არსებული დროებით და მუდმივ ციკლებზე და შეასრულეს შესაბამისი დავალებები ელექტრონულ რესურსში. გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯგუფის წევრი ნუნუ ირემაძე და სკოლის მენეჯერი მარი ივანიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203