უჩმანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
14-12-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე სხვადასხვა აქტივობებითა და ღონისძებებით ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა. 

შეჯიბრში 2 გუნდი - „არწივი“ და „ლომი“ მონაწილეობდა. ორივე მათგანმა ღირსეულად იასპარეზა, გამარჯვება კი გუნდმა „არწივი“ მოიპოვა. 

დირექციამ გამარჯვებულები სიგელით დააჯილდოვა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და მუდმივ განვითარებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203