ურავლის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული თინათინ მოდებაძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა
14-12-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული თინათინ მოდებაძე კუთვნილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
კურსდამთავრებულს წარჩინებული სწავლისთვის ჯილდოს მიღება სკოლის დირექციამ და მოსწავლეებმა საზეიმო ვითარებაში მიულოცეს და სამომავალოდ კიდევ უამრავი წინსვლა უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს