ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ვანო ნუსხელიძემ კიკბოქსინგის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა
14-12-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას ყოველთვის დიდი სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, სკოლის VII კლასის მოსწავლე ვანო ნუსხელიძე კიკბოქსინგში დიპლომითა და საქართველოს თასით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლემ ტურნირში საპრიზო II ადგილი დაიკავა.

„ვულოცავთ მას გამარჯვებას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ“, -აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203