ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ღვინის ისტორიასა და დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ
14-12-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება და ბავშვებიც ყოველთვის დიდი სიხარულით მონაწილეობენ.

სკოლაში მიმდინარე პროექტის - „ჩვენი სოფლის წარსული, აწმყო და მომავალი“ ფარგლებში საშუალო საფეხურის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად - „შატო მუხრანს“ ესტუმრნენ.

დაათვალიერეს დიდი წარსულის მქონე მუხრან ბატონის სასახლე, მარანი, მოისმინეს მისი ისტორია და გაეცნენ ღვინის დაყენების, როგორც უძველეს, ისე თანამედროვე მეთოდს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203