განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომანი სურმანიძე საინტერესო ტრენინგების ციკლს დაესწრო
14-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ აქტივობებში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლე რომანი სურმანიძე ამჯერად კიდევ ერთ მეტად საინტერესო ტრენინგების ციკლს დაესწრო, რომელიც კარიერული მართვის, გუნდურობისა და ემოციური ინტელექტის შესახებ გაიმართა.
„12-13 დეკემბერს დავესწარი ტრენინგების ციკლს - კარიერული მართვა, გუნდურობა და ემოციური ინტელექტი. ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა. ტრენინგები ჩაატარა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა. ტრენინგებზე გავეცანით - კარიერის კონცეფციას, გავეცანით კარიერის განსაზღვრის ელემენტებს და ასევე, გავეცანით გუნდური მუშაობის უნარებს; ტრენინგში აქტიური მონაწილეობისთვის გადმომეცა ორენოვანი სერტიფიკატი. საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2018 წელს ხელმოწერილი - „ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის“ (Skills Development and Matching for Labour Market Needs) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ჩატარდა ტრენინგი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს