ანაგის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს ნახატების გამოფენა მიეძღვნა
14-12-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ანაგის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება და მოსწავლეები მუდამ დიდი ხალისით მონაწილეობენ.

სკოლაში ამჯერად მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა გაიმართა, რომელიც - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს, ეძვნებოდა.

„10 დეკემბერს ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყეს ნახატების გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს. გამოფენა გახსნა XI კლასის მოსწავლემ, ანი ჩალათაშვილმა. მოკლე ისტორიული ექსკურსი წარმოადგინა VII კლასის მოსწავლემ ნინო მარტაშვილმა. ღონისძიების ტექნიკური მომსახურება ებარა X კლასის მოსწავლე ლიკა მაისურაძეს. გამოფენას თან სდევდა გია ყანჩელის მუსიკა ფილმიდან - „შერეკილები“, რომელსაც ასრულებდა ნინო მარტაშვილი.

ნახატების ავტორები:

  1. ქეთი ჭინჭარაული
  2. ბარბარე ხატიაშვილი
  3. ლალიკო ხატიაშვილი
  4. ნინო მარტაშვილი
  5. ნინო ვარდიაშვილი
  6. ნინო ბუყულაშვილი
  7. მარიამ ვარდიაშვილი
  8. ლუკა ბეჟიაშვილი
  9. ლუკა ზაზიაშვილი“- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203